დევი დუმბაძე | იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა | თბილისი 2015

Devi Dumbadze | Ideology and Unregimented Experience. Hegel's Philosophy of Religion, Adorno's Ideology Critique | Tbilisi 2015

კრიტიკული თეორიის მიზანია, იმის პირობების გაანალიზება, თუ როგორ არის შესაძლებელი საზოგადოების საუკეთესოსკენ შეცვლა. წარსულში ხშირად კრიტიკა დაიყვანებოდა შრომის გათავისუფლების მოთხოვნაზე. ადორნოს თანახმად, გათავისუფლება თავად შრომისგან გათავისუფლებასაც უნდა მოიცავდეს, რათა დამყარდეს ისეთი პირობები საზოგადოებაში, რომლებიც თითოეულს მისცემს არარეგლამენტირებული გამოცდილების საშუალებას. ამავე დროს, არარეგლამენტირებული გამოცდილება თავადაა კრიტიკის საფუძველი. თუ იდეოლოგია თანამედროვე საზოგადოებაში საგნობრივი ხასიათი მიიღო, მაშინ მას უპირისპრდება არარეგლამენტირებული გამოცდილება და მისი გაშლის მოთხოვნა, მისთვის ბრძოლა კი სწორედ საუკეთესოსთვის გარჯის ტოლია. 

Read More

თეოდორ ვ. ადორნო | თეზისები მოთხოვნილების შესახებ | Theodor W. Adorno | Thesen über Bedürfnis | Theses on Need (1942) | Translation from German into Georgian

Theodor W. Adorno | Thesen über Bedürfnis (1942). In: ders., Gesammelte Schriften, Bd. 8. Soziologische Schriften I. Hrsg. von Rolf Tiedemann, Frankfurt am Main 1972ff., S. 392-396.

 

»ის მოსაზრება, მაგალითად, რომ კინო ბინასა და საკვებთან ერთად აუცილებელია სამუშაო ძალის რეპროდუქციისათვის, »ჭეშმარიტია« მხოლოდ ისეთ სამყაროში, რომელიც ადამიანებს სამუშაო ძალის რეპროდუქციისთვის ამზადებს, მათ მოთხოვნილებებს კი მეწარმეთა მოგებისა და ბატონობის ინტერესთან ჰარმონიაში მოქცევას აძალებს. თვით ამ სამყაროშიც ამ წესის გამოცდა უკვე მის რადიკალურად შეცვლას წაიმძღვარებს. ის მოსაზრება კი, რომ რევოლუციური საზოგადოება ჰეიდი ლამარის მდარე მსახიობობასა და კემპბელის მდარევე სუპებს მოითხოვდა, აბსურდულია. რაც უფრო უკეთესია სუპი, მით უფრო სასიამოვნოდ ითქმის უარი ლამარზე.«

Read More

მაქს ჰორკჰაიმერი, თეოდორ ვ. ადორნო | განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები | საგა, თბილისი 2012 | თარგმანი გერმანულიდან

Max Horkheimer & Theodor W. Adorno | Dialektik der Aufklärung. Philosophische Fragmente | Dialectic of Enlightenment. Philosophical Fragments (1944-1947) | SaGa, Tbilisi 2012 | Translation from German into Georgian

„განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1944/47) „ფრანკფურტის სკოლის“ კრიტიკული თეორიის ყველაზე გავლენიანი ნაშრომია. წიგნში ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე, გამოკვლეულია მითოსიდან განმანათლებლობის წარმოშობა და განმანათლებლობის მითოსისკენვე შემობრუნება, თანამედროვე სუბიექტის ფორმირების ფილოსოფიური პროტოისტორია, ზნეობრიობისა და უზნეობის თანხვედრა თანამედროვე საზოგადოებაში, კულტურის ინდუსტრიის მეშვეობით მასების მოტყუების მექანიზმები; გაანალიზებულია განმანათლებლობის საზღვრები, რომლებიც, ნაციონალსოციალიზმში კატასტროფის ხორცშესხმის შემდეგ, ანტისემიტიზმის ელემენტებად გამოვლინდება.

პირველ ქართულ თარგმანს თან ახლავს დევი დუმბაძის სტატია იმის შესახებ, თუ რატომ არის დღესაც ეს ნაშრომი აქტუალური. 

Read More

განმანათლებლობა და კატასტროფა. რატომ არის »განმანათლებლობის დიალექტიკა« აქტუალური

Enlightenment and Catastrophe. Why Dialectic of Enlightenment | Translator's Afterword for Max Horkheimer & Theodor W. Adorno, Dialectic of Enlightenment. Philosophical Fragments. Translated from German into Georgian by Devi Dumbadze | SaGa, Tbilisi 2012

რადგან აბსტრაქტული შრომით, მაშასადამე, ფულით და, საბოლოოდ, კაპიტალით კონსტიტუირებული სიმდიდრის „შეშლილ ფორმებს“ ადამიანები ვერ აცნობიერებენ და გაცნობიერების შემთხვევაშიც მათ კერძოდ ვერაფერს აკლებენ, ეს გაუცნობიერებლობა აბსტრაქტული ძალაუფლების დაუოკებელ თვითნებობად აღქმული კაპიტალის ურთიერთობის დაკონკრეტების – პერსონიფიკაციის მოთხოვნილებას იწვევს. კაპიტალისტური ეკონომიკის ურთიერთობა ეყრდნობა, როგორც მარქსი ამბობს, გაფეტიშებულ საზოგადოებრივ ფორმებს. ღირებულება, სოციალური ფაქტი, საქონელში გასაგნებული სახით ადამიანებს საგნის ბუნებრივ თვისებად წარმოედგინებათ. საქონლის ფეტიშში ღირებულების ფორმა ნამდვილად იქცევა კონკრეტულ ნივთად, რომელიც განსხეულდება ფულში, ცალკე გრძნობად საგანში. სწორედ ადამიანზე მებატონე ამ გასაგნებული ურთიერთობების, პირიქით, პერსონიფიკაცია ხდება პათიური პროექციის მეშვეობით ებრაელის ხატში, რომელსაც, როგორც ადორნო და ჰორკჰაიმერი წერენ, ნაცისტებმა, საბოლოოდ, ებრაელები ძალადობით მართლაც დაამსგავსეს.

Read More