ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან | „ნაციონალურის ხატები გლობალიზებურ სამყაროში“, კონფერენცია გოეთეს ინსტიტუტში | თბილისი 2004

Interview with Radio Tavisupleba, RFE/RL | Images of the National in a Globalized World, Conference at Goethe Institute | Tbilisi 2004

ინაუგურაციის ტრანსლაცია ტელევიზიაში ყველგან ერთმანეთს ჰგავს, იმდენად, რამდენადაც არსებობს სახელმწიფოებრიობის დემონსტრაციის მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ფორმები, ერთმანეთს მიყოლებული რიტუალები: სამხედრო პარადი, დროშის საზეიმო აღმართვა, ფიცის თქმა, ის, რაც მეორდება. და ქართული პერსპექტივიდან: სახელმწიფოებრიობის და ეკლესიის "გადაწვნა" ერთმანეთთან, რაც გამომჟღავნდა იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და პრეზიდენტის კურთხევა უმაღლესი საეკლესიო პირის მიერ ხდება. შესაბამისად, ესაა რიტუალიზებული ცერემონია, რომელსაც არა მარტო პოლიტიკური და საჯარო ხასიათი, არამედ, აშკარად, ეკლესიური და რელიგიური ხასიათი აქვს, როგორც ეს გამოჩნდა გელათის ეკლესიაში განხორციელებულ ცერემონიაში და მის სატელევიზიო გადმოცემაში.

Read More