ლევიათანსა და ბეჰემოთს შორის: მსოფლიო სუვერენის შეშლილობა

Between Leviathan and Behemoth: The Delusion of a Global Sovereign | Tengiz Iremadze (ed) Philosophy in Global Change. Jubilee Volume Dedicated to Burkhard Mojsisch, Tbilisi 2011 

"სწორედ რადგან ამერიკა არ არის მსოფლიო სუვერენი, განაგრძობს შაიტი, მას განუწყვეტლივ უწევს საკუთარი ჰეგემონიური პოზიციის მტკიცება. სუვერენის ცნება ახალი დროის ზღვართან მდგომ ფეოდალურ ხელმწიფეს კი არ მიემართება, არამედ თანამედროვე სამართლის ფილოსოფიის სუბიექტს. ის დემოკრატიული ერების მმართველად მოქალაქეების „ხალხს“ (Volk) ვარაუდობს, სახელმწიფოს კი – მისი კოლექტიური ნების განხორციელებად. მსოფლიო სუვერენი ისე განსხვავდება ჰეგემონისაგან, როგორც ფანტასტიური სახე – ნამდვილი ძალისაგან."

Read More

ანტიფაშიზმი და ისრაელი | ნეტგაზეთი | 11 მაისი, 2011

Antifascism and Israel | Netgazeti.ge | May 11, 2011

„ნებისმიერი განმანათლებლური, ანტიფაშისტური დამოკიდებულება ისრაელის მიმართ მასთან უპირობო სოლიდარობას ნიშნავს. როგორც ჩანს, ერთადერთი, რაც მომავალში შეძლებდა ანტისემიტიზმის არსებობის პირობების გაუქმებას, თავად იმ საზოგადოებრივი ურთიერთობების შეცვლაა, მას რომ წარმოშობს, რაც, საბოლოოდ, ეროვნული სახელმწიფოების, როგორც კაპიტალის სუვერენის არსებობის, დაშლასაც მოიცავდა. და მაინც, თანამედროვე ისტორია გვიჩვენებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ გამონაკლისის დაშვება ყოველმხრივ აუცილებელია: მის გარეშე დღევანდელ მსოფლიოში ებრაელების არსებობის გარანტირება შეუძლებელია. ის დამოკიდებულება კი, რომელიც ისრაელის მიმართ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ისრაელთან „არაცინიკური“ პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, ამ ანტიფაშისტურ სოლიდარობას არღვევს. 

 

Read More

Robert Pippin: Hollywood Westerns and American Myth

»So begrüßenswert somit Pippins Ansatz ist, Filmanalyse auf politische Philosophie zurückzubeziehen, findet er in den behandelten Filmen nur deshalb eine Subversion, die nicht präsent ist, weil er die Verflechtung moderner Kulturprodukte mit der Herrschaft in gegenwärtiger Gesellschaft nicht thematisiert sowie den Wechselbezug von politischer Verfassung und ökonomischen Verhältnissen des modernen Staats seinerseits nicht hinreichend klärt. Kritik einer der sozialen Philosophie überhaupt vorgelagerten technizistischen Medientheorie leistet Pippin damit aber ex negativo wie unausgesprochen, da ihn besondere, keineswegs alle, Filme als bewusste Erzeugnisse interessieren, die abstrakte Ideen wie auch immer vermittelt darstellen.«

Read More