ბერნარდ ვალდენფელსი | „პრაქტიკული სამყაროს ლოგოსი“ | თარგმანი გერმანულიდან

Bernhard Waldenfels | Logos der praktischen Welt | Logos of the Practical World | Frankfurt am Main 1998 | Translation from German into Georgian

ის ლოგოსი, რომელიც არ ბატონობს ფართო და გრძელვადიან საუფლოებზე, არამედ შემოსაზღვრულ და ცვალებად ველებს წარმოშობს, რამდენადაც პასუხობს გამოწვევებს – ასეთი მოპასუხე ლოგოსი პროდუქტიულობის განსაკუთრებულ სახეს ამჟღავნებს. ეს წარმოება უბრალო რეპროდუქციისაგან მხოლოდ ერთი წესრიგის ფარგლებში კი არ განსხვავდება, ის მხოლოდ დამკვიდრებულ და წარმოშობის პროცესში მყოფ წესრიგებს შორის კი არ ექცევა, არამედ ამავე დროს ნებისმიერი წესრიგის ფარგლებს გარეთაც გადის. თუ ნებისმიერი პასუხი ყოფნის სათუობას ვერ ამოწურავს, მაშინ მოწესრიგებულში რაღაც განსაკუთრებული იჩენს თავს, სწორედ ის, რისი თქმაც და კეთებაც წარმოებულ წესრიგში არ შეიძლება.

Read More

ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან | „ნაციონალურის ხატები გლობალიზებურ სამყაროში“, კონფერენცია გოეთეს ინსტიტუტში | თბილისი 2004

Interview with Radio Tavisupleba, RFE/RL | Images of the National in a Globalized World, Conference at Goethe Institute | Tbilisi 2004

ინაუგურაციის ტრანსლაცია ტელევიზიაში ყველგან ერთმანეთს ჰგავს, იმდენად, რამდენადაც არსებობს სახელმწიფოებრიობის დემონსტრაციის მეტ-ნაკლებად დამკვიდრებული ფორმები, ერთმანეთს მიყოლებული რიტუალები: სამხედრო პარადი, დროშის საზეიმო აღმართვა, ფიცის თქმა, ის, რაც მეორდება. და ქართული პერსპექტივიდან: სახელმწიფოებრიობის და ეკლესიის "გადაწვნა" ერთმანეთთან, რაც გამომჟღავნდა იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და პრეზიდენტის კურთხევა უმაღლესი საეკლესიო პირის მიერ ხდება. შესაბამისად, ესაა რიტუალიზებული ცერემონია, რომელსაც არა მარტო პოლიტიკური და საჯარო ხასიათი, არამედ, აშკარად, ეკლესიური და რელიგიური ხასიათი აქვს, როგორც ეს გამოჩნდა გელათის ეკლესიაში განხორციელებულ ცერემონიაში და მის სატელევიზიო გადმოცემაში.

Read More