მთარგმნელის წინასიტყვაობა | დაიანი & კატცი, მედიის მოვლენების შესრულება | Tranlsator's Foreword | Dayan & Katz, Performing Media Events

Daniel Dayan & Elihu Katz, Performing Media Events | Translator's Foreword | Georgian Translation available for iBooks

»სერიის მეორე თარგმანი ისეთი ტექსტისაა, რომელიც დღეს უკვე ეგრეთწოდებულ კლასიკურ ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით ახალგაზრდა მედიუმს ეხება, თუკი ტექნიკური რეპროდუცირებადობის მსოფლიო ისტორიას გადავავლებთ თვალს: ტელევიზიას. დანიელ დაიანი და ელაიუ კატცი თავიანთ წიგნს »მედიის მოვლენების« შესახებ, ქვესათაურით »ისტორიის ცოცხლად გადაცემა«, 1994 წელს აქვეყნებენ,[1] თუმცა ის თარგმანი, რომელსაც აქ წარმოვადგენ, ეყრდნობა უფრო ადრე, 1987 წელს გამოცემულ სტატიას.[2] ის შემდეგ მცირედი ცვლილებებით შევიდა ამ სოციოლოგიის, ანთროპოლოგიისა და მედიის კვლევის სფეროში ცნობილ წიგნში ერთ-ერთი თავის სახით. სულ ორიოდ წლით ადრე, საქართველოში ტელევიზორების რაოდენობა 930 ათასი იყო, მაგრამ მათგან ფერადი გამოსახულების აპარატს მხოლოდ 93 ათასს წარმოადგენდა.[3] თავად ფერადი მაუწყებლობა საბჭოთა კავშირში 21 წელს ითვლიდა და ამერიკაშიც, სადაც პირველად დამკვიდრდა ეს მასობრივი მედიუმი 1948 წელს, ფერადმა ტრანსლაციებმა 1960-იან წლებში მოიპოვა ფართო გავრცელება. სიგნალი ანალოგიური იყო, და თვით ბრიტანეთის BBC თუ ITV-ს ტრანსლაციებიც, ამ ტექსტის მაგალითების მთავარი წყარო, განსაკუთრებით იმ კერძო ფორმატში, რომელსაც ის ეხება, შედარებით დინჯი კინემატოგრაფიული მონტაჟისა და ინსცენირების სტილით გამოირჩეოდა. MTV, სტილისტურად საკუთრივ »ტელევიზუალური«[4] სწრაფი და ჰიბრიდული, ვიდეოსათვის დამახასიათებელი ფორმის შემომტანი, მხოლოდ 1984 წელს დაარსდა...«

Read More

მთარგმნელის წინასიტყვაობა | ფულდა, სპეკულაციური ლოგიკა, »ნამდვილი მეტაფიზიკა« | Translator's Foreword | Fulda, Speculative Logic, »Actual Metaphysics«

Hans Friedrich Fulda | Speculative Logic,  »Actual Metaphysics« | Translation from German

»ფილოსოფიურ-სოციოლოგიური »თარგმანების« სერიას მეტ-ნაკლებად შემთხვევითი ტექსტით ვიწყებ. წლების წინ ის ნათარგმნი იყო ჟურნალისათვის »ფილოსოფიური განაზრებები«, რომელიც ორიოდ ნომერს მოესწრო და შეჩერდა. ტექსტი »სპეკულაციური ლოგიკა, ›ნამდვილი მეტაფიზიკა‹. თუ როგორ გარდაქმნა ჰეგელმა მეტაფიზიკის ახალი დროის ცნება« ჰეგელის ერთ-ერთ ცნობილ მკვლევარს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან, ჰანს ფრიდრიხ ფულდას ეკუთვნის. ის, ერთი შეხედვით, განყენებულ, შესაძლოა, ზედმეტად კერძო თემასაც ეხება: ჰეგელთან მეტაფიზიკის რაობის დადგენის მცდელობას. რამდენად სამართლიანად ამტკიცებდა ჰეგელი, რომ სწორედ მისი »სპეკულაციური ლოგიკაა« ფილოსოფიის ისტორიაში »ნამდვილი მეტაფიზიკა«?«

Read More

ჰანს ფრიდრიხ ფულდა | სპეკულაციური ლოგიკა, »ნამდვილი მეტაფიზიკა« | Hans Friedrich Fulda, Speculative Logic, »Actual Metaphysics« | Translation from German into Georgian with a Foreword | მალე ქინდლზე

Available Soon on Kindle | Hans Friedrich Fulda | »Spekulative Logik als die ›eigentliche Metaphysik‹. Zu Hegels Verwandlung des neuzeitlichen Metaphysikverständnisses« | Detlev Pätzold und Arjo Vanderjagt (eds.) Hegels Transformation der Metaphysik | Köln 1991, pp. 9-27

Read More