ქართული ხელნაწერები, იერუსალიმის გამოფენა მეტროპოლიტენში | Georgian Manuscripts, Jerusalem Exhibition at the Met

მით უფრო იშვიათი აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მუზეუმის 2016-2017 წლის ერთ-ერთ გამოფენაში “იერუსალიმი 1000–1400. ყველა ხალხი ზეცის ქვეშ” შუა საუკუნეების იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრიდანაც ორი ექსპონატი იფინებოდა.

ნაჩვენები ქართული ხელნაწერებიც მე-11 საუკუნიდანაა. ერთი ბოდლეიანის ბიბლიოთეკაშია დაცული, ოქსფორდში, მეორე ლონდონის ბრიტანულ ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ამდენად, მათ ვერც საქართველოში იხილავ. ამიტომ იყო ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით იშვიათი.

Read More

ერთი არნახული გამოფენის შთაბეჭდილება

ჰო, არა, როგორც ქართულად ითქმის. კათედრალურისაც და, ალბათ, ნებისმიერი ტაძრის მახასიათებელი შინაგანი სივრცის წარმოებაა. ნავი ნავია, იმიტომ, რომ მიცურავს: ღმერთთან, ესქატოლოგიურად, და მრევლი ლოცვით მონიჩბეა. ამ “ადონაის” კი დახურულ-გადაფარული სივრცე არ აქვს; და შესაძლოა, სწორედ ეს არის მისი მიმზიდველობა.
ტაძარი, რომელიც გარეთ გტოვებს. ახლოს არც — ვერც — ვიყავი, ჯერ. ადრე თუ გვიან, მივალ. საგულისხმოა, რომ პირვანდელი კონსტრუქცია კოროზიით მოისპო: აშენდა 1971–72 წლებში. შემდეგ, იმდენად დაიშალა, რომ ლიბერმანის გარდაცვალების მომდევნო წელს, 2000-ში ხელახლა ააგეს, ახალი მასალით. განზრახ იაფ და ხრწნად მატერიებს იყენებდა.

Read More

ტრამპის კაბინეტი, ქართული პოპულიზმი | Trump's Cabinet, Georgian Populism

Iliko & Ilarioni, Medium.com | November 14, 2016

»ტრამპსაც, თავის დროზე, ბრავადით თუ მის გარეშე, აქვს ნათქვამი, რომ საერთო სააკაშვილსა და მას შორის ის არის, რომ არცერთი მათგანი არ ჩერდება: იგულისხმებოდა, პიროვნების ძალით მიზნების მიღწევაში — დიახ, კეთილდღეობის და სიმდიდრის გასაზრდელად. ოღონდაც, ტრამპი — და ამით ის ბიძინა ივანიშვილისაგან განსხვავდება — არამარტო სიტყვითაა კანონიერი წესრიგისა და კონსტიტუციონალიზმის მხარდამჭერი. თუ ივანიშვილი მართლაც არაფორმალური ლიდერია, სააკაშვილი კი უკრაინაშიც ფორმალური წესების დაცვით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნით იბრძვის — რაც მის მხრივ მალე საქართველოშიც მოსალოდნელია — ეს არის წყალგამყოფი “ოცნებასა” და ტრამპიზმს შორის.

არ არის დასამალი, რომ ტრამპის მოძრაობას მიეკუთვნება რასისტების, სექსისტების თუ ანტისემიტების საკმაოდ დიდი რაოდენობა. თუმცა იმის თქმა, რომ მისი 60 მილიონი ამომრჩევლიდან თუნდაც უმრავლესობა ასეთია, აბსურდულია. ამერიკაში ფაშისტურ ორგანიზაციებს საკუთარი პარტიაც კი არ აქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფაშისტური დამოკიდებულებები და პოლიტიკა გარკვეულ აღზევებასაც კი არ ზეიმობდეს, რადგან მათ ტრამპის გამარჯვება საკუთარ გამარჯვებად მიაჩნიათ. მაგრამ ეს ასე არ არის. ტრამპის უფრო მეტი მხარდამჭერის ამოსავალი წერტილი, რაც არ უნდა ბუნდოვანი კონკრეტული მოტივებით, ფუნდამენტურად არის თავისუფლების რეალიზაციის სურვილი.

ესაა არსებითი განსხვავება “ოცნებასთან” და, სავარაუდოდ, მისი მაინც უფრო დამაახლოებელი სააკაშვილთან.«

Read More

ჩემი პირველი ანტი-ნოდია | My First (And Last) Anti-Nodia

ILIKO & ILARIONI BLOG, MEDIUM.COM | NOVEMBER 13, 2016

»და არაფერს ვიტვყი იმაზე, რომ ტრამპის გამარჯვებას გია ნოდია საქართველოში ივანიშვილის გამარჯვებას უიგივებს.

ეს მე უფრო ისეთი დამკვირვებლის განცხადებად მეჩვენება, რომელიც ხახაში უცქერს პარტიის მომავალ ხლეჩვას: ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა—და მიხეილ სააკაშვილის ფრთას, უიგივებს რა მას “ბელადომანიის” ფერმკრთალი ხაზით—ივანიშვილის გავლით—ტრამპს და პირიქით, აპოპულიზმებს, რათა, ცხადია, პოლიტბიუროელთა—და მაშასადამე საკუთარი—რაციონალური რაციონალობა წარმოაჩინოს.«

Read More

ისე არ წვიმს, როგორც ქუხს | On Trump's Election

Iliko & Ilarioni Blog, Medium.com | November 9, 2016

»ერთი პრეზიდენტის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. სანდერსის და ტრამპის პოპულიზმის გაიგივება არასწორია; შეხედეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. სანდერსის მხარდამჭერებმა არ აირჩიეს ტრამპი, ესეც უბრალოდ სტატისტიკურად არასწორია. საკითხავია, თუ რას ნიშნავს ეს არჩევანი საქართველოსთვის.

ჩემი აზრით, გაუგებარი იყო ყოველი ისეთი მტკიცება — ოცნების და ენმ-ის მხრიდანაც — თითქოს კლინტონი საქართველოს საგარეო ურთიერთობებისთვის უკეთესია. გაიხსენეთ Reset-ის პოლიტიკა რუსეთთან, ეს იყო შემწყნარებლობა, რომელმაც გამოიწვია უკრაინის ომი — საქართველოს ომის შემდეგ.«

Read More